![](https://sportall.ge/pictures/image5/0f36f2e2f7b97e480f1a20a5802b26a3.jpeg)
თურქული კლუბი მზადაა, 27 წლის ფეხბურთელში 2,5 მილიონი გადაიხადოს.
გამოცემა წერს, რომ დონეცკელთა იტალიელ მთავარ მწვრთნელ რობერტო დე ძებრის სურს, 2 ახალი ცენტრალური მცველი გადაიბიროს და ხოჭოლავას გათავისუფლება არ უნდა გაუჭირდეთ.
საქართველოს ნაკრების მცველი "შახტარში" 2017 წლიდან გამოდის, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება "ტრაბზონსპორს", მათ თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და კონფერენს ლიგაში იასპარეზებენ.