კაშიამ და კანკავამ მოგებით დაიწყეს - "ჯვაროსანთა" კაპიტნის მშვენიერი პასი და საგოლე კომბინაცია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ირლანდიურ "შემრიკთან" მატჩების წინ, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ავსტრიული "კაფენბერგი" 4:1 დაამარცხა. გუნდის ახალწვეულები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მონაწილეობა მესამე გატანილ გოლში მიიღო.

შეხვედრის 54-ე წუთზე კანკავამ გრძელი გადაცემა გააკეთა, რასაც კიდევ ერთი მოკლე პასი და "სლოვანის" მესამე გოლი მოჰყვა.

"კაფენბერგის" ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ელოშვილი, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. სხვათა შორის, ავსტრიელები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ვაისის გუნდმა
თამაში დაალაგა და დიდი ანგარიშით იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის გუნდი ამხანაგურ მატჩებს სლოვენიურ "მარიბორთან", რუსეთის "ორენბურგთან" და ჩეხეთის "ზლინთანაც" გამართავს.

altვაისის, კანკავასა და კაშიას პირველი შეხვედრა - მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული