ბუბა დაუშვილი "აპოელში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა "ანორთოსისი" დატოვა და "აპოელთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიქოზიური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

დაუშვილმა "ანორთოსისთან" გაისამდე მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა და "აპოელში" თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად ითამაშებს, რომლებმაც ასევე თემურ ქეცბაიას გუნდი დატოვეს.

"აპოელი" გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქეცბაიამ მკვდრები გააცოცხლა და როგორ ღალატობენ …
bejo
24 ივნისი 2021 08:36
1
უკვე ასაკში არაინ ყველა აპოელი 2ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს, ქეცბასაც ძმაკაცურად ესმის ამათი და არ აკრიტიკებს, ყველაფერი ნორმალურადაა, ქეცბა რამდენიმე ახალს წაიყვანს ჩვენი ჩემიონატიდან და ვარსკვლავებად გამოზრდის
Gia
24 ივნისი 2021 10:15
0
შეეშვით რა ჩორტაობას, ქეცბას მიზანიც ეგ არის, რომ ქართველები რაც შეიძლება მაღალ დონეზე აიყვანოს და თუ შანსი ექნებათ, უკეთეს გუნდში და უკეთეს პირობებში გადავიდნენ. აი, დაუშვილი რამდენად გამოადგება იმას, სადაც გადავა, ეს სხვა საკითხია, არა მგონია დაუშვილმა რომელიმე გუნდი გააძლიეროს, ყველა შემთხვევაში წარმატებები მას. ქეცბა ბევრად უკეთეს ბიჭებს წაიყვანს თავისთან, საქართველოში ტალანტებს რა გამოლევს.
24 ივნისი 2021 15:28
0
ესეიგი ამ გაყიდვას და ზურგის ქცევას ქართველს ვინმე ვერ წაართმევს,ოქრიმ და დაუშვილმა უღალატეს ქეცბოს,არა და ჭაობიდან ამოიყვანა ეს ბიჭები,ქვლითას თემა მიდე სხვაა მასზე არ იყო დამოკიდებული,ღალატი ტრადიციად გვექცა მოკლედ ყველასფეროში,დასაფიქრებელია ეს ყველაფერი და თან ძაან,წარმატება ქეცბოს...!!!
Aba hee
24 ივნისი 2021 01:22
0
ქეცბაც მანდ ხომ არ გადადის? )))
ისე რატო განუდგნენ ნეტა?
***
24 ივნისი 2021 03:54
0
წარმატებები სამივეს. მთავარია დისციპლინას მიხედონ, თემურის პლუსი მათთან მუშაობაში დისციპნისი დაჭერა იყო და იმედია ყურადღებას მიაქცევენ
Nick
24 ივნისი 2021 00:02
4

სიახლეები პოპულარული