ბუბა დაუშვილი "აპოელში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა "ანორთოსისი" დატოვა და "აპოელთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიქოზიური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

დაუშვილმა "ანორთოსისთან" გაისამდე მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა და "აპოელში" თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად ითამაშებს, რომლებმაც ასევე თემურ ქეცბაიას გუნდი დატოვეს.

"აპოელი" გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
შეეშვით რა ჩორტაობას, ქეცბას მიზანიც ეგ არის, რომ ქართველები რაც შეიძლება მაღალ დონეზე აიყვანოს და თუ შანსი ექნებათ, უკეთეს გუნდში და უკეთეს პირობებში გადავიდნენ. აი, დაუშვილი რამდენად გამოადგება იმას, სადაც გადავა, ეს სხვა საკითხია, არა მგონია დაუშვილმა რომელიმე გუნდი გააძლიეროს, ყველა შემთხვევაში წარმატებები მას. ქეცბა ბევრად უკეთეს ბიჭებს წაიყვანს თავისთან, საქართველოში ტალანტებს რა გამოლევს.
0
უკვე ასაკში არაინ ყველა აპოელი 2ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს, ქეცბასაც ძმაკაცურად ესმის ამათი და არ აკრიტიკებს, ყველაფერი ნორმალურადაა, ქეცბა რამდენიმე ახალს წაიყვანს ჩვენი ჩემიონატიდან და ვარსკვლავებად გამოზრდის
0

სიახლეები პოპულარული