ბრატისლავის "სლოვანი" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა გუნდში ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას მიყვანაზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
- ტრანსფერებიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოცდილი ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გადმობირებამ გამოიწვია, რომელთაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში წვრთნიდა. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება ამ ტრანსფერების შესახებ?
- გენერალურ დირექტორად გახდომის შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლა იყო. მას შემდეგ ყველა ტრანსფერს კლუბი წყვეტს. რასაკვირველია, მწვრთნელი სელექციაში მონაწილეობას იღებს, თავისი სიტყვა მანაც უნდა თქვას. თუმცა ყველა ტრანსფერი კლუბის მენეჯმენტისა და სპორტული
დეპარტამენტის მუშაობის შედეგად დგება.
შეიძლება ისე ჩანდეს, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მწვრთნელის მოყვანილი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ასე არ არის. მწვრთნელმა ისინი საქართველოში მუშობის გამოცდილებაზე დაყრდნობით გვირჩია. ჩვენ ისინი შევისწავლეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მიმდინარე სტრატეგიას შეესაბამებიან.
ახლანდელი გეგმა მოკლევადიანი მიზნით არის განსაზღვრული და მიგვაჩნია, რომ კანკავა და კაშია გამოცდილებითა და კლასით ამ მოკლევადიანი სტრატეგიის განხორციელებაში დაგვეხმარებიან.
მომზადებულია skslovan.com-ის მიხედვით