პორტუგალიის უმაღლესი ან მეორე ბუნდესლიგა - აბურჯანია ინგლისში არ წავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას, რომელიც ბოლოს ესპანურ "კარტახენაში" გამოდიოდა, მალე ახალ კლუბსა და ჩემპიონატში ვიხილავთ.

ბოლო დღეებში ინგლისური "სანდერლენდის" ვარიანტზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა SPORTALL.GE-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, აბურჯანიას ორი კონკრეტული შეთავაზება აქვს, თუმცა ინგლისური არცერთი არაა. ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"ჯვაროსანთა" ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებას გერმანიის მეორე ბუნდესლიგისა და პორტუგალიის უმაღლესი დივიზონის მონაწილე კლუბები გამოთქვამენ. მათ გიორგის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი წინადადებებით მიმართეს.

ფეხბურთელს "კარტახენამდე" "ოვიედოს", "ტვენტეს", "ლუგოს", "ხიმნასტიკის", "ანორთოსისისა" და გორის "დილას" ღირსება დაუცავს. აბურჯანიამ 
საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი რუმინეთთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:1) გაიტანა.

altსანიოლის და ვაისის შედარება, „სევილიაში“ ვერდამკვიდრების მიზეზები და საკლუბო მომავალი - გიორგი აბურჯანია SPORTALL-ში



მკითხველის კომენტარები / 2 /
პორტუგალიის ჩემპიონატი დახატავს,რეიტინგით მე6 ადგილზეა,ტოპ-5 ის მერე!
გულშემატკივარი
20:44 28-06-2021
0
გერმანიის მეორე ბუნდესლიგა ჯობია ჩემი აზრით ისევ, პორტუგალიიდან პორტუ, სპორტინგი და ბენფიკა არ მიიწვევს ამას.
Anti
15:24 29-06-2021
2

სიახლეები პოპულარული