კვირკველია რუსეთიდან მიდის და თანაც ტოპ 5-ის ჩემპიონატში!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალურ მცველს, საბა კვირკველიას, დღეს მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. თავისი გეგმების შესახებ კვირკველიამ კომენტარი Р-Спорт-თან გააკეთა:

"მე "ლოკომოტივში" სიომინის გამო მოვედი. ის წავიდა და მეც წავედი. არაფერზე მწყდება გული. პირიქით, ძალიან მიხარია. ჩვენი მიზანი რუსეთის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება იყო და ოქრო მოვიპოვეთ.

მე "ლოკომოტივს" მადლობას ვუხდი, ყველა გულშემატკივარს, ყველა ფეხბურთელს, ვისთანაც ვმუშაობდი, მოედანზე გავდიოდი. ის, რაც ზემოთ მოხდა - ბიზნესია. ყველას, ვინც კი, ასე ვთქვათ, ქვემოთ იყო, მადლობას ვუხდი, ხოლო რაც
ზემოთაა, მე არ მეხება. ეს ბიზნესია.

რისთვისაც გადმოვედი "ლოკომოტივში", ყველაფერი მოვიპოვე. დროა ევროპაში წავიდე, ძალები ევროპულ ჩემპიონატში მოვსინჯო. ჩემი რუსეთში უკვე ვითამაშე, ჩემი გამოვიმუშავე, მე მეყოფა.

რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტიკა არის, მალე ნახავთ. ეს იქნება კლუბი ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატიდან".

მკითხველის კომენტარები / 23 /
სმას თავი დაანებოს და მერე იოცნებოს
irakli
02 ივლისი 2021 15:59
0
ქართველი ფეხბურთელი არასტაბილურები რომ არიან მარტივი მაგალითიდანაც ჩანს, ორი–სამი წლის რომ გეფიქრა , ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე კარგი სიტუაცია დაცვის ცენტრში გვქონდა. კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი იყო, ხოჭოლავა შახტარის ძირითადში გამოჩნდა და კაშია ვიტესის კაპიტანი და სტაბილურად თამაშობდა. დღეს, ერთი გუნდიდან გამოაგდეს, მეორეს უშვებენ , ხოლო მესამე სლოვაკეთშია.
ბაადერი
01 ივლისი 2021 20:04
0
აწი ვის უნდევხარ, დაჯაგლაგებულ?-გამიებული.
სტატუს ქუო
01 ივლისი 2021 13:50
16
ვისაც გჯერათ გაგატარებთ.რა ტოპ-5 ღადაობთ?ასეთ ხალხზე უნდა იჩალიჩოს ჩვენი ფლაგმანის მეპატრონემ,თუმცა სად აქვს ამის დრო,ვინ გაყიდის მერე კაპიკებად ნიჭიერ ბავშვებს.
Master
01 ივლისი 2021 13:37
9
ტოპ 5 ქვეყანაში იგულისხმა მისი ქვედა დივიზიონები ალბათ!
გაბო
01 ივლისი 2021 13:05
4
ევროთასებზე რომელიმე ჯგუფში თუ შევიდა(ბათუმი) კიდე დაემატება ნაკრებს 4-5 კანდიდატი..მე ალთუნაშვილი მომწონდა საბურთალოში როცა იყო,ახლა ეროვნული ლიგიდან შეფასება ძნელია,მაგრამ თუ ევროთასებზე თავს გამოიჩენს..გვილია-აბუ-დაუშვილზე მეტს არ გააფუჭებს არაფერს..
იგივე ფანცულაიას შეუძლია ფეხბურთის თამაში-აგერ ბურთი აგერ სან მარინოს გუნდი
Levani
01 ივლისი 2021 12:23
2
ტოპ 5 არა მაგრამ,ტოპ კვიპროსი(ქეცბაია მცველს ეძებს)ტოპ ყაზახეთი,ტოპ აზერბაიჯანი,ტოპ ბელარუსი შეიძლება გამოვიდეს! აბა ახლა ამ ფორმაში ვინ აიყვანს სხვა! 2 წლის უკან უნდა წასულიყო ევროპაში,მაშინ ჰქონდა კარგი პერიოდი!ახლა ევროპის ტოპ 5 ფანტასტიკის სფერო მგონია!
kaxa
01 ივლისი 2021 11:49
10
...რაც საბას გაკეთებული აქვს უკვე, ჯერ იმის მეთასედს მიაღწიეთ და მერე დაფიქრდით იღადაოთ თუ არა!!! წარმატებები საბას!!!
დათო
01 ივლისი 2021 11:39
8
ტოპ 5? ანუ მაქსიმუმ საფრანგეთის ბოლოადგილოსანი :)
პროფესტო
01 ივლისი 2021 10:58
15
იყოს
შაკო
01 ივლისი 2021 11:52
0
ამ კაცს აქვს ჩავარდნა, ესაა და ეს. ხოლო, ის რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია, ამაში ალბათ ეჭვი არავის გვეპარება.
წარმატებები სოლომონს, ის ჭირდება საქართველოს ნაკრებს.
ქობულეთელი
01 ივლისი 2021 10:35
0
ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ ნამეტანი ჩავარდა და ამოსვლა,ძალიან ძნელი იქნება.ძალიან გვჭირდება და ძალიანაც მინდა ფორმა აღიდგინოს.თუმცა არის საამისოდ მზად?ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ საბას.
სოსო
01 ივლისი 2021 17:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული