კვირკველია რუსეთიდან მიდის და თანაც ტოპ 5-ის ჩემპიონატში!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალურ მცველს, საბა კვირკველიას, დღეს მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. თავისი გეგმების შესახებ კვირკველიამ კომენტარი Р-Спорт-თან გააკეთა:

"მე "ლოკომოტივში" სიომინის გამო მოვედი. ის წავიდა და მეც წავედი. არაფერზე მწყდება გული. პირიქით, ძალიან მიხარია. ჩვენი მიზანი რუსეთის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება იყო და ოქრო მოვიპოვეთ.

მე "ლოკომოტივს" მადლობას ვუხდი, ყველა გულშემატკივარს, ყველა ფეხბურთელს, ვისთანაც ვმუშაობდი, მოედანზე გავდიოდი. ის, რაც ზემოთ მოხდა - ბიზნესია. ყველას, ვინც კი, ასე ვთქვათ, ქვემოთ იყო, მადლობას ვუხდი, ხოლო რაც
ზემოთაა, მე არ მეხება. ეს ბიზნესია.

რისთვისაც გადმოვედი "ლოკომოტივში", ყველაფერი მოვიპოვე. დროა ევროპაში წავიდე, ძალები ევროპულ ჩემპიონატში მოვსინჯო. ჩემი რუსეთში უკვე ვითამაშე, ჩემი გამოვიმუშავე, მე მეყოფა.

რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტიკა არის, მალე ნახავთ. ეს იქნება კლუბი ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატიდან".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ოღონდ შენ ის ფეხბურთი ითამაშე რასაც ადრე თამაშობდი და ვისაც არ გაუხარდეს...
მამუკა
00:20 01-07-2021
2
ტოპ-5 გავიგეთ მარა ლიგა რომელი?
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული