ებრალიძე პორტუგალიიდან კვიპროსში და ლუქსემბურგელებთან შეუთანხმებლობა

AutoSharing Option
29 წლის ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე 3 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კვიპროსული "დოქსას" ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ SPORTALL.GE-ს თავად ფეხბურთელმა განუცხადა:

"შეთავაზებები პორტუგალიიდანაც მქონდა, მაგრამ თამაშის სხვა ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვეტილი მქონდა. ამის შემდეგ, კონტრაქტის დეტალების შეთანხმება თურქეთის მეორე დივიზიონის კლუბი და ლუქსემბურგის "დუდელანჟთან", რომელმაც ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშა, ვერ მოხერხდა.

კვიპროსელებს 2-წლიანი ხელშეკრულება სურდათ, მაგრამ კონტრაქტი ჯერჯერობით ერთი წლით განისაზღვრა. კლუბის მიზანი ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა."

ებრალიძე 2012 წლიდან პორტუგალიაში გამოდიოდა, კვიპროსული ლეგიონი კიდევ ერთი მოთამაშით გაიზარდა. "დოქსამ" გასულ
სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა და დაქვეითებას გადაურჩა. 

alt"სამპდორიაში" ჩაშლილი ტრანსფერი, ნაკრებში თამაშის იმედი - ინტერვიუ ავთო ებრალიძესთან...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული