
18 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუსთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, - იტყობინება პორტუგალიური კლუბის საიტი.
აბუაშვილი "პორტუს" მეორე გუნდში 47-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, პირველ გუნდში ივარჯიშებს და იქ დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცემა.
"ჩემთვის ეს რეალობად ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ პირველ გუნდში", - განუცხადა გიორგიმ "პორტუს" სატელევიზიო არხს.
აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.