საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დანიურ "კოპენჰაგენს" 2,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბში 2025 წლამდე დარჩება.
ხოჭოლავას ტრანსფერს "კოპენჰაგენის" ფანების "ფეისბუქზე" გამოეხმაურნენ და კომენტარების დიდი ნაწილი დავითის რთულად წარმოსათქმელ გვარს შეეხებოდა...
"ვნახე ვიდეო და მომეწონა, როგორც თამაშობს. თითქოს სიმონ კიაერის ფეხბურთს ვუყურებდი. კიაერივით კარგი პასი აქვს და დაცვა თუ სიმონის ნახევრად მაინც გამოსდის, ძალიან კარგი შენაძენი გამოვა."
"ამ ფეხბურთელზე ვლაპარაკობდი. კარგი მცველია და დიდი პოტენციალი აქვს, მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ მოახერხოს."
"თქვენ გამიგეთ, მისი გვარი
ზუსტად როგორ გამოითქმის და პირობას გაძლევთ, მთელ სტადიონს ენას მოვატეხინებ."
"შეგვიძლია გოლიათი დავუძახოთ."
"მისი გვარი შოკოლადს კი ჰგავს, მაგრამ ისე გემრიელადაც ვერ გამოითქმის."
"წარმომიდგენია, რამხელა მხიარულება იქნება მისი გვარის სტადიონზე სკანდირება."
"უბრალოდ, დავითი რომ დავუძახოთ, ხომ შეიძლება?"