ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" საქმეს შეუდგა და "პარკენზე" საქართველოს დროშის აფრიალებაზე ოცნებობს

AutoSharing Option
"კოპენჰაგენში" საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, დავით ხოჭოლავას, ძალიან თბილად დახვდნენ. გუნდის თავკაცმა იეს ტორუპმა, რომელიც "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას მწვრთნელი იყო, ახალი შეგირდი შეაქო, თქვა, რომ მისი გადაბირება დიდი ხანია უნდოდათ, მაღალი და ბრძოლებში ძლიერია და დაცვას უთუოდ გააძლიერებს.

ხოჭოლავა რუსულად ჩინებულად ლაპარაკობს და "შახტარში" ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უჭირდა, ახალ კლუბში კი პირველი ინტერვიუც მისცა და თქვენი მოწონებული ინგლისურით ისაუბრა.

დავითმა აღნიშნა, რომ "კოპენჰაგენს" მისი გა
დაბირება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სურდა, უნდა გუნდს ოქროს მედლების დაბრუნებაში დაეხმაროს და "პარკენის" სტადიონზე საქართველოს დროშა ააფრიალოს.

"კოპენჰაგენი" ამჟამად ხოჭოლავასთან ერთად შეკრებაზე ავსტრიაშია, 10 ივლისს, ვენაში ამხანაგურ მატჩში "რაპიდს" შეხვდება, ხოლო 18 ივლისს, დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში "ოლბორგს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
საკმაოდ სოლიდური კლუბია კოპენგაგენი.ერთი სეზონი მაგრად ითამაშო.ყურის ზირშია გერმანია ჰოლანდია და ასე შემდეგ.ასე რომ წარმატებები!!!
kargia
07:40 09-07-2021
1
წარმატებები ხოჭოლავას
irakli
09:19 09-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული