"ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ არსებობს..." - საიმანოვი ქართველის ტრანსფერზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" გენერალური დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

"ჯერჯერობით ხვიჩას მიმართულებით არაფერი დაძრულა. ჩვენ გახსნილები ვართ, თუმცა მოლაპარაკებაზე არავინ მოსულა. პრესაში უამრავი რამ იწერება, მაგრამ ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ - გააკეთეთ შემოთავაზება და მოვილაპარაკებთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვიჩას მიმართ ოფიციალური წინადადებით არავინ მოსულა, ჯერ სალაპარაკო არაფერია" - განაცხადა საიმანოვმა.

რამდენიმე თვეა უცხოური მედია აქტიურად წერს ქართველის "ლიდსის", "სევილიის", "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესზე, თვითონ ფეხბურთელმა პრემიერლიგის გუნდის ინტერესი დაადასტურა.

შეგახსენებთ, ხვიჩა "რუბინში" 2019 წლიდან
გამოდის, გასულ სეზონში კი კვარაცხელიამ 23 შეხვედრა გამართა, თავი 4 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია sportbox-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
ოქროს ბიჭის გამოკითხვაში ხვიჩამ იმ თურქზე 4000 ხმით მეტი აიღო ამ კვირაში. იაქტიურეთ ქართველებო ეგ ბევრს წყვიტავს ხვიჩას მომავალში
!!!!!!!
10:56 10-07-2021
4
რუსეთი არის ჭაობი. კვარა ტოპ ლიგის საშუალო გუნდს თავისუფლად გაქაჩავს. მაგრამ გაშვება რომ არ უნდათ ეგ ცხადია და ხელს შეუშლიან ყველანაირად. ყველა მაგაზე გააკეთებს ფულა დაწყებული იგივე ჯიღელიდან და დამთავრებული საიმანოვით. და თუ თვითონ არ გამოიჩინა მეტი ჭკუა კვირკველიას და ასათიანის ბედი ელოდება.
არტ
10:31 10-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული