გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" უკვე 1 საათი ითამაშა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ისევ ნიდერლანდებში გადავიდა და დღეს "უტრეხტთან" 0:3 დამარცხდა.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა, ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა.

"გენტი" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს:

10 ივლისი. "სპარტა" - "გენტი"
14 ივლისი. "გენტი" - "სპორტინგი"
16 ივლისი. "ბენფიკა" -"გენტი"

22 ივლისს კი გიორგის გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ვალერენგას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დღევანდელ თამაშში Sparta Rotterdam - KAA Gent ჩაკვეტაძე სასტარტოში არ არის. გუშინ პირველ ნახევარში მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ გააგრძელა თამაში. დღეს, ალბათ, მეორე ნახევარში გამოვა.
ქ. გ.
16:03 10-07-2021
0
რომ თამაშობს უკვე კარგია, მაგრამ დროა უკვე შედეგიც დადოს საგოლე პასებს და გოლებს ვგულისხმობ.
1

სიახლეები პოპულარული