გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ისევ ნიდერლანდებში გადავიდა და დღეს "უტრეხტთან" 0:3 დამარცხდა.
მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა, ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა.
"გენტი" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს:
10 ივლისი. "სპარტა" - "გენტი"
14 ივლისი. "გენტი" - "სპორტინგი"
16 ივლისი. "ბენფიკა" -"გენტი"
22 ივლისს კი გიორგის გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ვალერენგას" უმასპინძლებს.