"ის მზადებას როგორც "რუბინის" ფეხბურთელი ისე გაივლის..." - სლუცკი

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ პრემიერ თასის დაწყების წინ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით ქართველი ფეხბურთელი ყაზანური კლუბის შემადგენლობაში იასპარეზებს. ტურნირი დღეს, 10 ივლისს დაიწყება.

"ხვიჩა დღეს აუცილებლად ითამაშებს. როგორც კლუბის დირექტორმა, საიმანოვმა განაცხადა მასთან ქართველის ტრანსფერთან დაკავშირებით არავინ მისულა. ის მზადებას როგორც "რუბინის" ფეხბურთელი ისე გაივლის" - განაცხადა სლუცკიმ.

ყაზანელები პირველ შეხვედრას "ხიმკის" წინააღმდეგ გამართავენ, შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული