ხვიჩაზე მოლაპარაკებები მაისის შემდეგ მიმდინარეობს - კლუბს დეტალების გამჟღავნება არ აწყობს

AutoSharing Option
გუშინ "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მათთვის არავის მიუმართავს, თუმცა ეს სიმართლე არ გამოდგა. როგორც ჩანს, ყაზანურ კლუბს არ აწყობს წინასწარ რამე გაამხილოს.

ამის დასტურია "რუბინის" სპორტული დირექტორის ოლეგ იაროვინსკის ნათქვამი.

"ფეხბურთელზე მოლაპარაკებები მაისის შემდეგ მიმდინარეობს. პრესაში ხმაური სინამდვილეს სამი თვით უსწრებს.

ასეთ დიდ ტრანსფერებში ყოველთვის ბევრი ნიუანსია, რომელთაც შეუძლიათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ", - განუცხადა იაროვინსკიმ "Матч Премьер"-ს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გაიპარსე სპორტსმენი კაცი ხარ, ავღანელს გავხარ ეგრე
zura
01:34 11-07-2021
25
ხვიჩა წვერი გაიპარსე შეატყობინოს ვინმემ წვერი როგაიპარსოს ;))
beqa
21:15 10-07-2021
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული