კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს და "რუბინში" დარჩენის წინააღმდეგი არაა

AutoSharing Option
"რუბინის" გულშემატკივრებმა 2020/21 წლების სეზონში თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს, - ამის შესახებ სეზონის ონლაინშეჯამებისას გამოაცხადეს.

ხვიჩა ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და მის თაობაზე ყაზანური კლუბის საიტი წერს: "ზედმეტი სიტყვების გარეშე! კვარა - 20/21 სეზონის მიხედვით, გულშემატკივართა მოსაზრებით, "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელია".

კვარაცხელია ორჯერ ზედიზედ მიიჩნიეს რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

Rsport-ი კვარაცხელიას ციტირებს: "სპარტაკთან" მატჩზე მივდივარ. მე ჯერ კიდევ "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. მეც მიყვარს ყაზანი. თუ "რუბინში" დავრჩები, მოხარული ვიქნები".

თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა
განაცხადა, რომ მათი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, რაზეც მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვერი დაუკრა და თქვა, რომ დესპოტს სრულად ეთანხმება.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე "სპარტაკისა" და "რუბინის" მატჩი დღეს მოსკოვში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს კინო ნანახი მაქვს. მხოლოდ ფანების სურვილია კვარა ევროოაში, თორემ არც თვითონ, არც აგენტს არანაირი ევრო-ტრანსფერი არ აწყობს. გადასარევად არიან რუსეთში.
სიო
14 ივლისი 2021 11:32
6
გაზაფხულიდან მოყოლებული გწერთ, ნუ ავრცელებთ ისეთი შენაარსისი უსაფუძვლო სტატიებს რომ ესა თუ ისი გუნდი ამადამ ტოპ ლიგაში ეპატიჟება, ფული გადადო უკვე კვარასთვის და მსგავსი. გეუბნებოდით ბიჭს სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებთ თქო, მაგრამ არ მოიშალეთ. იმედია შემდგომში გაითვალისწინებთ და ჭორაობას მოეშვებით, მხოლოდ ფაქტებით იხელმძღვანელებთ.
QT
14 ივლისი 2021 10:57
6
შეუშვით რა ამ თავებში არანაირი მნიშვნელობა არ ააქ ვინ სად, როდის და რას დაწერს, ხვიჩას ტრანსფერის შემაფერხებელი ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ის ქართველია და მორჩა, რადგან არავის არ ააქვს იმედი, რომ ქართველი გრძელვადიან პერსპექტივაში რამეს მიაღწევს, წინ ააქვთ ყენიას, ჯანოს, მჭედლიძის, ჩაკვეს(იმედია დროებით) და კიდე სხვა უამრავის მაგალითები.
fff
14 ივლისი 2021 11:49
7
Კვარა რომ ძალიან კარგია ამაზე არავინ დაობს. Კიდევ ერთი კარგი სეზონი ჭირდება და მერე უკვე სრულად მზადაა ტოპ გუნდისთვის. Თუ დარჩა კატასტროფა ნამდვილად არაა ჩემი აზრით. Წარმატებები Კვარა!
Ნიკა
14 ივლისი 2021 09:55
10
ა ბატონო! გაიგეთ თვითონ ხვიჩა კმაყოფილია სადავ არის, ეს რო დავწერე აფეთქდა საიტი. ძალიან კომფორტულად არის, ძალიან! ღმერთმა გაუმარჯოს! თქვენ კი აქედან "წადი,წადი! ჭაობია" და ა.შ.
kaxi
14 ივლისი 2021 09:35
7
კარგად ყოფნა? - ბევრი ფული , რუსების მხრიდან ქება (პერვი პარენ ნა დერევნე), რუსეთში ჩარჩენა ადგილობრივ ღირშესანიშნაობად და მორიგ ასათიანად ან ანანიძედ გადაქცევა, ეს თუ არის კარგად ყოფნა კი ბატონო. მაგრამ თუ ბევრი შრომა, დახვეწა, წინააღმდეგობების დაძლევა და შედეგად მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება უნდა, მაშინ დროზე გაასწროს მაქედან. 23-24 წლის ასაკში რუსეთის ჩემპიონატიდან ნორმალურ გუნდში აღარავინ წაიყვანს. მითუმეტეს რომ ევროპაში 17-18 წლის ბიჭები თამაშობენ უკვე უმაგრესი გუნდების ძირითადებში.
არტ
14 ივლისი 2021 13:12
4
აი კვარას ტოპხუთეული, გასკდა საპნის ბუშტივით. ეს ვართ ჩვენ ქართველები, ბაქი-ბუქის მეტი არაფერი შეგვიძლია და ვართ კიდე ერთ ადგილზე.
maxa.
14 ივლისი 2021 09:16
19
სად წავა გიჟია? ხოშიანად არიან ეგეც და ჯუღელიც იმ რუსეთში.ფული არ აკლიათ და ნაკრები, პრესა და პოპულარობა.
ჯაბა
14 ივლისი 2021 10:00
3
30 m.aravin gadaixdis
Shalva
14 ივლისი 2021 08:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული