"პარიმატჩ პრემიერის" თასის უკანასკნელ, მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" მოსკოვის ოლქის ხიმკიში "სოჭისთან" 1:3 დამარცხდა.
ხვიჩა კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტად აქტიურიც იყო:
- მე-6 წუთზე მეურვეს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.
- მე-8 წუთზე ორ მცველს გასცდა, მესამეს შეეჯახა და წაიქცა. მან კოჭ-წვივი იტკინა, თუმცა მალე გააგრძელა თამაში.
- 24-ე წუთზე შორიდან ვერ უწია მიზანს.
- 25-ე წუთზე დანილ პროხინმა ხელით დაიჭირა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
- 43-ე წუთზე ორ მოწინააღმდეგეს დრიბლინგით აუარა გვერდი, საჯარიმოს ხაზიდან მის დარტყმულს
კი მეკარე დაეუფლა.
- 59-ე წუთზე იბრაჰიმ ცაგალოვს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და გააძევებინა.
- 62-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, ყაზანურმა გუნდმა პირველ ტურში "ხიმკის" 1:0 სძლია, მეორეში კი "სპარტაკთან" 0:4 განადგურდა.
24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" "სპარტაკს" უმასპინძლებს.