ავსტრიის თასის პირველ რაუნდში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" გასვლაზე რეგიონული ლიგის "შტადლ-პაურა" 9:0 გაანადგურა, ტურნირზე საკლუბო რეკორდი გაიმეორა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ამ მატჩში ანგარიში კიტეიშვილმა მე-18 წუთზე გახსნა, 26-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს. kleinezeitung-ის ცნობით, მას ჯერ მეტოქემ სახეში იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი თავით მოიგერია და მხედველობის პრობლემა შეექმნა.
23 ივლისს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "შტურმი" ავსტრიული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს, "ზალცბურგს" უმასპინძლებს და იმედია, ოთარი თამაშს შეძლებს.