19 წლის ტანმაღალმა (193 სმ) ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ "ალავესში" პირველი გოლი გაიტანა.
მისმა გუნდმა სეგუნდა დივიზიონში დაწინაურებული ბასკური "ამორებიეტა" ამხანაგურ მატჩში 5:2 დაამარცხა, თავად კი მეორე ტაიმში ჯონ გვიდეტი შეცვალა და 90-ე წუთზე ალან გოდოის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"ალავესი" კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - 24 ივლისს "სოსიედადს", ხოლო 31 ივლისს "ელჩეს" შეხვდება, 15 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში "რეალს" უმასპინძლებს. ასე რომ, ახალგაზრდა ქართველ შემტევს თავის წარმოსაჩენად დიდი პერსპექტივა ეხსნება და იმედია, მალე ნაკრებშიც ვიხილავთ.