ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში ქართველების "როტორისა" და დოლგოპრუდნის "ოლიმპის" მატჩი 1:1 დასრულდა.

ვოლგოგრადში თამაშს 6 029 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები კი წაგებისგან ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა იხსნა, რომელიც 86-ე წუთზე ჩაერთო შეტევაში და საჯარიმოს გარედან ცხრიანში ლამაზი გოლი გაიტანა.

ბერიაშვილმა და ბექა ქავთარაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკოლაი ყიფიანი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ამავე გუნდის წევრია რუსეთის მოქალაქე გიორგი მახათაძე, რომელიც სათადარიგო იყო.

"როტორმა" ტურნირის სტარტზე ორი მატჩი დაასრულა ფრედ, 24 ივლისს კი ხაბაროვსკის სკა-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბერი...
გულშემატკივარი
12:04 18-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული