ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორი", რომელიც რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, პირველი ლიგის (FNL) შეხვედრებს 17 ივლისიდან დაიწყებს, მანამდე კი ამხანაგურ მატჩში "ტეკსტილშტიკთან" უგოლო ფრე - 0:0 ითამაშეს. ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ლეგიონერმა და ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქეებმა იასპარეზეს.

sport.rambler-ის მიხედვით, ნიკოლაი ყიფიანმა "როტორის" მარცხენა ფლანგზე თავი ძალიან ეფექტურად წარმოაჩინა და მოწინააღმდეგეების დრიბლინგებით გაცდენას გამუდმებით ცდილობდა. გამოცემა წერს, რომ ყიფიანი ხანდახან ზედმეტი ინდივიდუალურობითაც ერთობოდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "როტორის" 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე. რუსეთის მოქალაქეს "ლოკომოტივსა" და "რუბინშიც" უთამაშია. მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ხოხლოვმა ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა,
შეტევაში გააქტიურება კი ბექა ქავთარაძით სცადა. ის შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო - ქართველმა ფორვარდმა და ტაშაევმა მატჩის 56-ე წუთზე მშვენიერი კომბინაციაც გაითამაშეს.

"თელავის" ყოფილმა მცველმა, 23 წლის ილია ბერიაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ნიკოლაი ყიფიანი კი 74-ე წუთზე შეცვალეს.

sport.rambler-ი "როტორს" პრემიერლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ასახელებს და მის კონკურენტად კი "ორენბურგს" მიიჩნევს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ვოლგოგრადელთა ღირსებას საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე და ბათუმის "დინამოში" დაბრუნებული ჯოვინო ფლამარიონი იცავდნენ. გუნდი რუსეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსს უკანასკნელ ტურამდე ინარჩუნებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

alt"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექას "ნიჟ.ნოვგ" აიწია უმაღლესში, ეს ბიჭი მაინც ქვევით დარჩა, გაუგებარია და საერთოდ ეს "როტორი" ჩვენი წერაა თუ რა გვჭირს? სადაც, რომელ ლიგაშიც ატ უნდა იყოს მაინც ვეტენებით, ჯერ არ დაწყებულა ეგ, აი მართლა პლინტუსია 1 ლიგა, გადმოვაო ისევ, ბექას თუ აიმედებთ არ ვიცი, მაგრამ მანდ ფეხბურთს არავინ უყურებს, ეგ ნამდვილი ქარვასლაა, თუ არა და მოუსმინეთ "ფაკელის"ასხაბაძეს. კლუბების უმრავლესობას მანდ დარჩენა აწყობს, ისეთი დონის კორუპცია და თანხებია.
სერგო
09:49 14-07-2021
1

სიახლეები პოპულარული