ესპანური პრესა მამარდაშვილის კარგ თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
"ვალენსიას" ქართველ კიპერ გიორგი მამარდაშვილის "ატრომიტოსის" წინააღმდეგ კარგ თამაშს ესპანეთში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Superdeporte წერს:

"ძირითადი მეკარეების არყოფნის გამო მამარდაშვილს მეორე ტაიმში თამაშის საშუალება მიეცა. ორი ბრწყინვალე "სეივის"  გარდა, როდესაც ქართველი ძალიან მაგრად "გაიჭიმა", ერთხელ მეტოქეებს სივრცე შეუზღუდა და ამით საკუთარ გუნდს ხიფათი აარიდა.

ქართველმა მეკარემ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, როცა ბურთი კარგად ვერ გააჩერა, რასაც "ვალენსიას" კართან კუთხური მოჰყვა.

მამარდაშვილმა ის თვისებები გამოავლინა, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, უეფას 50 აღმოჩენას შორის მოხვდეს."

altმამარდაშვილმა ფრთები გაშალა და "ვალენსია" ორჯერ

გადაარჩინა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული