მამარდაშვილმა ფრთები გაშალა და "ვალენსია" ორჯერ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიაში" პირველი მატჩი ჩაატარა 20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა და თავიც გამოიჩინა.

"ღამურებმა" ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა საბერძნეთის "ატრომიტოსი". პირველი ტაიმში მათ კარს კრისტიან რივერო იცავდა და 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მწვრთნელმა 8 ფეხბურთელს და მათ შორის, მამარდაშვილს მისცა შანსი და მან საერთო მოწონება დაიმსახურა.

მამარდაშვილმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კლუბის საიტი ძალიან აქებს: "პირველ გუნდში აგრეთვე ითამაშა "ვალენსიაში" ამ ზაფხულს გადმოსულმა გიორგი მამარდაშვილმა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ორჯერ გაშალა ფრთები და დიდებული ოსტატობა გვიჩვენა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ ლონდრე ლორიას არ გავს? ა მეკარეც გვყავს ,თორემ ესპანელები ტყუილად არც წიყვანდნენ დაამტკიცა კიდეც,ეხლა ყველა შეიძლება შეცდეს,ვინაა შეუმცდარი? მაგრამ სუულ კაცო???
სვანსკი
14:22 22-07-2021
2
არანაირი სილესენი:))
-ობიექტურადაც სტაბილურად შრომისმოყვარე ჩანს.
წარმატებები. საუკეთესო მეკარე იქნება საქართველოს ისტორიაში.
rable
13:30 22-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული