ვაისი: "მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა - ეს ერთადერთი რეცეპტია!"

AutoSharing Option
დღეს, 28 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩში შვეიცარიული "იანგ ბოისი" ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, გამოდიან.

კლუბის ოფიციალური გვერდი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სლოვაკთა მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის განცხადებას გვთავაზობს:

"მოთამაშეები მატჩს მოუთმენლად ელიან. ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგის ძალას, მაგრამ მათი არ გვეშინია.

"იანგ ბოისიდან", პირველი მატჩისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მეტ შეტევასა და მაღალ პრესინგს ველი, რადგან მათ ტრიბუნიდან გულშემატკივრები გაამხნევებენ. მეორე მხრივ, ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვთ გამართული.

ფიზიკური გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "იანგ ბოისი" მოძრავი გუნდია, ჩვენ ბურთის მოსაპოვებლადაც ბევრი სირბილი მოგვიწევს. მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა - ეს ერთადერთი რეცეპტია."

შეხვედრას 15 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. შეგახსენებთ, პირველი მატჩი სლოვაკეთში უგოლო ფრით დასრულდა.


altკანკავამ 7 წუთი ითამაშა - ვაისი მიზეზებს ხსნის

altგამოცდილ ფეხბურთელებს კარგი ხელფასები აქვთ და უკეთ თამაში მართებთ - ვაისი შვილით კმაყოფილია, გუნდით - არა [VIDEO]

altკაშია და კანკავა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე - "სლოვანს" მხსნელად ვაისის შვილი მოევლინა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა ილია წაიკითხა საქართველოში ყოფნისას, DDDD
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული