"მილანს" კვარაცხელია აღარ სურს, თუმცა ფეხბურთელს მაინც რუსეთიდან დაიმატებს

AutoSharing Option
წამყვან იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, "მილანი" აქტიურად ცდილობს, მოსკოვის ცსკა-დან 23 წლის ხორვატი ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი გადაიბიროს.

ერთადერთი, რაც ტრანსფერის განხორციელებას ხელს უშლის, ფეხბურთელის დიდი სატრანსფერო ფასია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცსკა 30 მილიონ ევროს ითხოვს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი "სან სიროზე" იჯარის წესით გადაბარგდება, შემდეგ კი "ლომბარდიელები" მას გამოისყიდიან.

ვლაშიჩის გადაბირება "ზენიტსაც" სურს და 25 მილიონსაც იხდის, თუმცა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მხოლოდ "სან სიროზე" უნდა გადაბარგება.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და ეს გარიგება არ შედგა, "მილანი" "ატალანტადან" იოსიპ ილიჩიჩის
შეძენას შეეცდება.

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ ნახევარმცველის პოზიციაზე პაოლო მალდინის სიაში ეს 2 ფეხბურთელი ჰყავს და "როსონერი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე აღარ მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ ხვიჩაში არ უნდათ 18-ის გადახდა, ვლასიჩში გადაიხდიან 30 მილიონს?!... მე ძიუბას ვურჩევდი, პირდაპირ დააკვდება მილანის დღევანდელ სტილს....
მ.ტ.
29 ივლისი 2021 17:31
2
რას ვეხვეწებით და ან მაგათი სამათხოვრო რა გვჭირს? მთავარია ხვიჩამ კარგად ითამაშოს და მყიდველი ყოველთვის გამოუჩნდება!
გული არავინ გაგვიხეთქოს
29 ივლისი 2021 16:19
4
მილანი ძაან ინანებს!!!
ბადრი
29 ივლისი 2021 11:49
9
ყველა გზა ტობოლში
ევგენი
29 ივლისი 2021 11:34
24
"მილანი ინანებს",)) ხუმრობ ალბათ, ეგ ის კლუბი არაა მსგავს რამეებზე რო ინანოს,ვინ იყო "კალაძემ დაალაგაო")).ცოტა საეჭვოა უნდა კი ვინმეს ( აგენტს, მშობელს, თვითონ) სადმე წასვლა? რისკია ხო, დააყენებენ ან არა, სკამიდან ნაკრებშიც ვერ, რუს მცველებს რასაც უკეთებს, გამოვა კი იქ იგივე? ექნება კი პოზიტიური პრესა? ვინ გაუკეთებს მსგავს pr- ს? არი რა მთელი პაკეტი საკითხებისა, რომელსაც სერიოზული აგენტი ჭირდება და აბა ჯუღელი? თან არ სურს ევროპა და სუფთა ბიზნესის მხრივ ვერც გაამტყუნებ.
vaxo
29 ივლისი 2021 14:54
0
პრობლემა აგენტშია და რუსულ ჩემპიონატში.ფეხბურთელზე არანაკლები შრომა სჭირდება აგენტს რომ კონკრეტულ კლუბებთან იმუშაოს კლიენტის თაობაზე....ვიღაცა გამომიხტება და მეტყვის ახლა ზინჩენკო და ვიდიჩიო და ესენიო.მაგათ ძმაო აგენტები ჰყავდათ ჯუღელი კი არ იყო საქმეში)))ნუ ფაქტია ეს ბიჭი რუსეთისთვის გაწირეს ჰაჰა მაქსიმუმ 27-28 წლის ასაკში წავიდეს ან ბელგიაში ან ვიტესში...
აბგდ
29 ივლისი 2021 15:23
4
პრობლემა ჩვენს პროვინციალიზმშია, ავტეხეთ ერთი ამბავი. ხვიჩა თავისსნაირ დაახლოებით 30-35 ფეხბურთელშია ფასით (ნახეთ ტრანსფერმარკტ-ის რეიტინგები) და ძალიან ბევრი ტოპ-კლუბი ძირითადად სათადარიგო ვარიანტად განიხილავს. ძალიან კარგი იქნება, თუ დასაწყისში ზალცბურგის დონის კლუბში მოხვდება ძირითადის 100% გარანტიით, უფრო გამოჩნდება, ვიდრე ინგლისის ან იტალიის ტოპკლუბის სკამის ხეხვით. რეალობა ესაა და ერთხელ და სამუდამოდ მოვეშვათ ილუზიებს ჩვენს ფეხბურთზე
ზურა
29 ივლისი 2021 16:14
0
კალაძემ დაალაგა ყველაფერი,მალე ვაკეში ვნახავთ ახალ ჩამოსაჯდომ სკამებს იტალიიდან,თითო 200000 ლარად.
ხო,ხვიჩიას რაც შეეხება, საწყენია, მაგრამ ჯუღელის ხელში....მაია ტვოია მე პანიმაეტ და რა ქნას ამ კაცმა?
ერთი ეგ არის აგენტი და მეორე სალომე ქვეყნის პრეზიდენტი.
ჟორიკა
31 ივლისი 2021 02:21
2
ამდენი ბაზარით ხვიჩა დათარსეს რა.
ჯუჯი
29 ივლისი 2021 14:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული