"ვაქცინა კარგი რომ იყოს, უფასო არ იქნებოდა" - გია გრიგალავა

AutoSharing Option
Sports.ru ტულის "არსენალის" ყოფილ მცველ გია გრიგალავას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ესაუბრა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში რუსეთის პრემიერლიგის გუნდები ვაქცინაციას დაიწყებენ და ჟურნალისტმაც გრიგალავას შეკითხვა ამის შესახებ დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ.

"მე აცრილი არ ვარ და ვაქცინის გაკეთებას არც ვაპირებ. ჩემი აზრით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ძალა არავის არ უნდა დაატანო.

რატომ არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას? - ცოტა ხნის წინ მსუბუქი დაავადება გადავიტანე და ამის შემდეგ ანტისხეულები გამომიმუშავდა.

როგორც ვიცი, ყოფილა რიგი შემთხვევები, როდესაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობა
გაუარესებულა.

მე ხომ არ ვიცი, რა მოხდება ჩემს სხეულში მას შემდეგ, რაც ვაქცინას გავიკეთებ?!".

ჟურნალისტმა გრიგალავას შეკითხვა იმის შესახებაც დაუსვა, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ ახალ გუნდში ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება.

"ასეთ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება მომიწევს. კორონავირუსამდე ცხოვრება შესანიშნავი იყო და ახლა მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

მიჩნდება კითხვა - რატომ არის ვაქცინა უფასო?! შესაძლებელია კი, რომ რაიმე კარგი უფასო იყოს?! ვაქცინას თუ ძვირი ფასი ექნებოდა, ყველა ფულს შეაგროვებდა და მის ყიდვას იფიქრებდა".
მკითხველის კომენტარები / 16 /
ასე ვფიქრობ მეც კაი ხანია,უფასოდ ოდესმე ვინმეს რამე მიუცია ხალხისთვის?
ბაჩი
29 ივლისი 2021 14:43
39
ხალხი სად ბანაობს..
მარაზმში იხრჩობით
29 ივლისი 2021 15:23
3
ესეთები უნდა იყვნენ მაგრამ მთავარია უმრავლესობაში არ მოვიდნენ, თორე მერე .... უხალისებ რაა
სიმართლე
29 ივლისი 2021 15:55
1
წადი, ბიძიკო, ბურთი გააგორე, შენნაირი ნიჭიერები რომ არიან პარლამენტში, მიტოა ჩვენი საქმე არნახულად.
ლევან მაღლაკელიძე
29 ივლისი 2021 23:16
7
არ არსებობს კი არა და უბრალოდ გამორიცხულია რომ უტვინო კაცმა ფეხბურთი ითამაშოს
მამუკა
30 ივლისი 2021 18:18
3
Acras alternativa agar eqneba male, magram ise bolo cinadadeba zaan gavs cxovrebiseul simartles.
Milani
30 ივლისი 2021 07:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული