"ვაქცინა კარგი რომ იყოს, უფასო არ იქნებოდა" - გია გრიგალავა

AutoSharing Option
Sports.ru ტულის "არსენალის" ყოფილ მცველ გია გრიგალავას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ესაუბრა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში რუსეთის პრემიერლიგის გუნდები ვაქცინაციას დაიწყებენ და ჟურნალისტმაც გრიგალავას შეკითხვა ამის შესახებ დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ.

"მე აცრილი არ ვარ და ვაქცინის გაკეთებას არც ვაპირებ. ჩემი აზრით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ძალა არავის არ უნდა დაატანო.

რატომ არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას? - ცოტა ხნის წინ მსუბუქი დაავადება გადავიტანე და ამის შემდეგ ანტისხეულები გამომიმუშავდა.

როგორც ვიცი, ყოფილა რიგი შემთხვევები, როდესაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობა
გაუარესებულა.

მე ხომ არ ვიცი, რა მოხდება ჩემს სხეულში მას შემდეგ, რაც ვაქცინას გავიკეთებ?!".

ჟურნალისტმა გრიგალავას შეკითხვა იმის შესახებაც დაუსვა, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ ახალ გუნდში ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება.

"ასეთ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება მომიწევს. კორონავირუსამდე ცხოვრება შესანიშნავი იყო და ახლა მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

მიჩნდება კითხვა - რატომ არის ვაქცინა უფასო?! შესაძლებელია კი, რომ რაიმე კარგი უფასო იყოს?! ვაქცინას თუ ძვირი ფასი ექნებოდა, ყველა ფულს შეაგროვებდა და მის ყიდვას იფიქრებდა".
მკითხველის კომენტარები / 16 /
არ არსებობს კი არა და უბრალოდ გამორიცხულია რომ უტვინო კაცმა ფეხბურთი ითამაშოს
მამუკა
30 ივლისი 2021 18:18
3
Acras alternativa agar eqneba male, magram ise bolo cinadadeba zaan gavs cxovrebiseul simartles.
Milani
30 ივლისი 2021 07:25
0
ეს რა ბნელი ყოფილა, კაცოო…
კოტე ბრეგვაძე
29 ივლისი 2021 23:23
12
წადი, ბიძიკო, ბურთი გააგორე, შენნაირი ნიჭიერები რომ არიან პარლამენტში, მიტოა ჩვენი საქმე არნახულად.
ლევან მაღლაკელიძე
29 ივლისი 2021 23:16
7
უფასო არ არის. მთავრობები ყიდულობენ ვაქცინებს. ბიუჯეტით, რომელსაც მოქალაქეები ავსებენ.
Burton
29 ივლისი 2021 18:19
3
ძაან მარტივია მაგის ახსნა ვირუსი არის გლობალური და შეესაბამისად სახელმწიფო ვალდებულიაა როგორც მკურნალობა და წამლები არის საქართველოში უფასო და ფარავს სახელმწიფო ისე მისი ვაქვინაც არის უფასო სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს ცოთა უნდა დაფიქრდე მაგრამ რადგან უფასოა თურმე ცუდია ეხლა ჩამოვთვლი რამდენს ადევს ფასი და ნაგავია ბენზინი ლიმონათი 50თეთრად სიგარეეტი თუნდაც ლიტრიანი ღვინო ლარი რო ღირს :დ თუ არაყი ასე რომ ანტი ვაქსერებო უფრო კარგად გაამყარეთ თქვენი მოსაზრებები :D
ნოდო
29 ივლისი 2021 17:39
9
ც ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა საქართველოში!
ლევანი
29 ივლისი 2021 17:31
1
რავიცი ორივე აცრა გავიკეთე და კი ვდგავარ ფეხზე, რამოდენიმე ახლობელი ადამიანი იმსხვერპლა ამ ვირუსმა და აცრა ჯობია მემგონი.
მეგრელი
29 ივლისი 2021 16:29
4
ეს ხინკლებით იმაგრებს იმუნიტეტს
MT
29 ივლისი 2021 16:00
8
ეს მეგონა ცოტას მაინც აზროვნებს თქო. ჯიბიდან რომ არ იღებს იმიტომ გონია უფასო?
ზაზა
29 ივლისი 2021 15:34
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული