football.kulichki, რომელმაც საუკეთესო 11-ეულში ყაზანელთა სამი მოთამაშე დაასახელა, წერს:
"პირველ ტურში მოსკოვის "სპარტაკთან" მოსაწყენი თამაშის შემდეგ კვარაცხელიამ ტულაში მშვენიერი წარმოდგენა დადგა. ქართველი ფეხბურთელი დომინირებდა და მეტოქის კარში ექვსი დარტყმა შეასრულა, მათ შორის ერთი კი ძალიან ეფექტური გამოდგა. კვარაცხელიამ 3 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა.
"კვარაცხელია პოლონური "რაკოვის" წინააღმდეგ კონფერენს ლიგის შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა. რეგლამენტის თანახმად, კლუბს შეეძლო 25 ფეხბურთელი დაესახელებინა, მაგრამ "რუბინი" მხოლოდ 21-ს ახერხებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ საკუთარი აღზრდილი მოთამაშეები კლუბს საკმარისი რაოდენობით არ ჰყავს.
კვარაცხელია B სიაში შეიყვანეს, როგორც ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაიბადა და ზედიზედ 2 წელია, რაც "რუბინში" გამოდის. აღნიშნული სიიდან მოთამაშის განაცხადში დამატება მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე გახლავთ შესაძლებელი."
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში "რუბინი", 8 აგვისტოს, გროზნოს "ახმატს" უმასპინძლებს.
კვარაცხელია VS ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე რეალურია
ხვიჩას დიდებული გოლი - მასზე "ნადირობდნენ" და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]