მამარდაშვილის ჩინებული მატჩი "მილანთან" და პირველი ტიტული "ვალენსიაში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიაში" 20 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და პირველ ტიტულსაც დაეუფლა.

"მესტალიაზე" "ტარონიას" თასზე "ვალენსიამ" "მილანი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა 5:3 იმარჯვეს - "მილანმა" 4 თერთმეტმეტრიანიდან 3 გაიტანა (კრუნიჩმა ბურთი ძელს გაარტყა), ხოლო "ვალენსიამ" - ხუთივე.

მამარდაშვილმა შეუცვლელად და რაც მთავარია, დამაჯერებლად ითამაშა, კასტილეხოს, ბრაჰიმ დიასსა და თეო ერნანდესს არ დაანება გოლის გატანა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ის მომენტია, როდესაც მე-60 წუთზე დაახლოებით 11 მეტრიდან ბრაჰიმ დიასის მიერ
დარტყმული ბურთი
მარჯვენა დაბალი კუთხიდან "გამოაძრო".

მამარდაშვილმა ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამში კარი მშრალად შეინახა.

"ვალენსია" 7 აგვისტოს, ბოლო სპარინგში, "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება, ხოლო 13 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში - "ხეტაფეს" და იმედია, მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ჩვენებურს კვლავ გამოუცხადებს ნდობას. ის ამას აშკარად იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლორიას რა ენაღვლება,აწი ნელ-ნელა პენსიაში გავა,38 წლისაა.მე მაკარიძე უფრო მეცოდება,მოუწევს მეორე მეკარედ დარჩენა
Levani
19:33 05-08-2021
0
ვალენსია ალბათ ნანობს რომ იჯარით აიყვანა და პირდაპირ არ იყიდა ახლა ყიდვა გაცილებით ძვირი დაუჯდება.
რრრ
13:11 05-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული