კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს, შელია გააძევეს, "რუბინმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინმა" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელია კი ბოლოს შეუჩერებელი იყო და "მატჩ პრემიერმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინმა" სახლში მძიმე ბრძოლაში 2:1 სძლია "ახმატს".

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა: მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა თავდამსხმელმა დესპოტოვიჩმა და შეცვალეს; 30-ე წუთზე სტუმრები საჯარიმოდან გატანილი გოლით დაწინაურდნენ; 55-ე წუთზე გროზნოელთა მეკარე შელია საჯარიმოდან გამოვიდა, ყაზანელ იგნატიევს შეეჯახა, მსაჯმა გააძევა და უპირატესობას "რუბინი" დაეუფლა. 58-ე წუთზე ჰაკშაბანოვიჩმა საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა და ამის მერე ხვიჩა გააქტიურდა - მას მეკარე
მელიხოვმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა, ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, ერთხელ ააცილა, ძალიან ეუხეშებოდნენ და ორ მეურვეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 86-ე წუთზე აბილდგორმა ნაკუთხურალ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და "რუბინმა" გაიმარჯვა.

"რუბინი" "ზენიტთან" და "დინამოსთან" ერთად ლიდერია და 15 აგვისტოს, მეოთხე ტურში, "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს. იქამდე ყაზანური გუნდი 12 აგვისტოს კონფერენს ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში პოლონურ "რაკუვს" სახლში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვუყურე და თავისი შეტევებით გუნდი მოხოდა და მოოგეს კიდეც . წარმატებები ხვიჩა და შემდეგ ტურში გოლები
ლშა
00:16 09-08-2021
0
რატომ წერთ ასე საშინელი ქართულით?
რედაქტორი
11:38 09-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული