ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო - "აპოელმა" მეოთხე ქართველი ვერ გადაიბირა

AutoSharing Option
აეკ-თან ამხანაგურ მატჩში (1:1) ტრავმა მიიღო "აპოელის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა და 36-ე წუთზე შეცვალეს. larnakasports-ი იტყობინება, რომ მას კუნთის პრობლემა შეექმნა და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა. შეგახსენებთ, "აპოელში" შესვენებამდე ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, ხოლო შესვენების შემდეგ შეცვლაზე ბუბა დაუშვილი შევიდა.

"აპოელი" კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს: 10 აგვისტოს "პანათინაიკოსს", 11 აგვისტოს ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" და 14 აგვისტოს "პაფოსს" შეხვდება, ხოლო 21 აგვისტოს იმავე "პაფოსს" ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად დაუპირისპირდება.

კვიპროსული პრესის ცნობით, "აპოელს" ნახევარმცველ ლევან შენგელიას გადაბირება სურდა, მაგრამ ის, დიდი ალბათობით,
კარიერას ბელგიის ჟუპილერ ლიგის "ჰევერლე ლეუვენში" გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უვარჯიშებლობის ბრალია ეგ. წინასასეზონოდ კარგად დაისვენა და საერთოდ არ ივარჯიშა და ეხლა ვერ გაუძლო კუნთმა დატვირთვებს.

ისე კი პირადად მე თორნიკეს არ განვიხილავ ნაკრების შემადგენლობაში. ბევრად მონდომებილი ახალგაზრდები გვყავს და ჯობია მათ ითამაშონ. ოქრიაშვილის, ანანიძის და ყაზაიშვილის ფეხბურთი დამთავრდა. მადლობა ვუთხრათ და წავიდნენ ჯობია
Irakli-ს
13:07 10-08-2021
2
მოდის სანაკრებო მატჩები და უეჭველი კიდე მიიღებენ ტრამვებს, სამწუხაროთ ტრადიცია გრძელდება, ოპტიმალური შემადგენლობა ვერ იკრიბება ვერადრსოს სამი ოთხი კაცი ძირითადის ყველა თამაშზე გვაკლია
irakli
07:55 10-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული