ბელგიელთა ტექნიკური დირექტორი ვინ დე კორტე ამბობს:
"შენგელია არის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის ჩემპიონატს კარგად იცნობს. ის სამწვრთნელო შტაბს ფლანგსა და შეტევაში დამატებით ვარიანტებს შეუქმნის."
ბელგიის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ "ლუვენს" ამდენივე ქულა აქვს, სამივე შეხვედრა კი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დაასრულა.
25 წლის შენგელიამ კარიერა ფოთის "კოლხეთში" დაიწყო, ბელგიის მეორე ლიგის "ტუბიცეში" გამოდიოდა, ჩინური "დეიჯუნის" შემდეგ თბილისის "დინამო", ბოლო კლუბი კი "ქონიასპორი"
საქართველოს ნაკრები კარგ შედეგს მიაღწევს - განუცხადა ლევან შენგელიამ hurriyet-ს
Ლევან შენგელია სანამ დინამოში მოვიდოდა საერთოდ თუ ვინმემ იცოდა მაგისი ფეხბურთელობა?დინამოს რომ არ მოეყვანა და ფეხზე არ დაეყენებინა ესეც ისე დაიკარგებოდა ,როგორც დაკარგულა ბევრი შენგელიაზე ნიჭიერი ბიჭი.
Რა გამოვიდა, დინამომ მოაღონიერა,ფეხზე დააყენა,ნაკრები აღირსა და დინამოს როცა გაუჭირდა 2 თვე არ ითამაშა დინამოში.გასაგებია რომ შეიძლება ტრამვა მიეღო და მომავალი ტრანსფერი ჩაშლოდა,მაგრამ ხომ არსებობს მადლიერების გრძნობა,ხომ შეიძლებოდა მადლიერების ნიშნად თუნდაც გაერისკა?