შენგელია ბელგიაში წარადგინეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან შენგელია ბელგიური "ლუვენის" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ბელგიელთა ტექნიკური დირექტორი ვინ დე კორტე ამბობს:

"შენგელია არის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის ჩემპიონატს კარგად იცნობს. ის სამწვრთნელო შტაბს ფლანგსა და შეტევაში დამატებით ვარიანტებს შეუქმნის."

ბელგიის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ "ლუვენს" ამდენივე ქულა აქვს, სამივე შეხვედრა კი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დაასრულა.

25 წლის შენგელიამ კარიერა ფოთის "კოლხეთში" დაიწყო, ბელგიის მეორე ლიგის "ტუბიცეში" გამოდიოდა, ჩინური "დეიჯუნის" შემდეგ თბილისის "დინამო", ბოლო კლუბი კი "ქონიასპორი"
იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლევანს 2017 წლიდან იწვევენ.

altსაქართველოს ნაკრები კარგ შედეგს მიაღწევს - განუცხადა ლევან შენგელიამ hurriyet-ს

altლევან შენგელიამ "ბეშიქთაშს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისის დინამომ და სხვა ქართულმა გუნდებმა ცოტა იქნება ჭკვა იხმარონ მომავალში.
Ლევან შენგელია სანამ დინამოში მოვიდოდა საერთოდ თუ ვინმემ იცოდა მაგისი ფეხბურთელობა?დინამოს რომ არ მოეყვანა და ფეხზე არ დაეყენებინა ესეც ისე დაიკარგებოდა ,როგორც დაკარგულა ბევრი შენგელიაზე ნიჭიერი ბიჭი.
Რა გამოვიდა, დინამომ მოაღონიერა,ფეხზე დააყენა,ნაკრები აღირსა და დინამოს როცა გაუჭირდა 2 თვე არ ითამაშა დინამოში.გასაგებია რომ შეიძლება ტრამვა მიეღო და მომავალი ტრანსფერი ჩაშლოდა,მაგრამ ხომ არსებობს მადლიერების გრძნობა,ხომ შეიძლებოდა მადლიერების ნიშნად თუნდაც გაერისკა?
ბაბუაწვერა
14:09 12-08-2021
8
დღეს რომ ფიფია ბათუმის დინამოს მფლობელი იყოს ერთ კვირაში გაყიდისა ნახევარ გუნდს. თითოს 234 000 დოლარად 65 ცენტად
David
00:44 13-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული