"მეცი" თბილისის დროით 17:00 საათზე "ნანტს" ესტუმრება. პირველ ტურში ორივე გუნდმა ფრედ ითამაშა, ქართველის კლუბს კი დრამატული მატჩი გამოუვიდა - "მეცი" მოქმედ ჩემპიონ "ლილთან" აგებდა, შემდეგ 2 ბურთით დაწინაურდა, ხოლო მას შემდეგ რაც კაცნაკლული დარჩა, გამარჯვება ხელიდან მე-6 დამატებულ წუთზე გაუშვა.
გიორგი მიქაუტაძემ სასტარტო მატჩში მხოლოდ კომპენსირებული 4
"გენტისა" და "მეჰელენის" მატჩის (18:00 სთ) განაცხადშია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც კონფერენს ლიგის შეხვედრაში საკმაოდ კარგად ჩაერთო. გიორგის გუნდმა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აქვს. ასე რომ, ქართველის გუნდში გარკვეული ცვლილებებიცაა საჭირო.
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" ევროტურნირებზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ერთგვარი რეაბილიტაცია სჭირდება და ეს აუტსაიდერ "კრილიასთან"(21:00 სთ) სავსებით შესაძლებელია. ყაზანელები ცოტას უშვებენ - სამ შეხვედრაში საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი მიიღეს. დესპოტივიჩის დანაკლისი გუნდისთვის მძიმე აღმოჩნდა, მასთან ერთად ხვიჩას იერიშებიც უფრო პროდუქტიული ხდება.
ზურიკო დავითაშვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და იქნებ, ეს ფსიქოლოგიურად სერიოზული გარდამტეხი გამოდგეს. "რუბინის" შეხვედრის პარალელურად, "არსენალი" "კრასნოდარს" ესტუმრება და ქართველი შემტევის კიდევ ერთ წარმატებულ მატჩს ველით.
სხვა შეხვედრებს რაც შეეხება - დავით ხოჭოლავას "კოპენგანეს" სტუმრად "ორჰუსის" დამარცხება აუცილებლად დასჭირდება, რათა ლიდერებს არ ჩამორჩეს. შეგახსენებთ, ქართველმა მცველმა წინა ტურში "ბრონდბიუს" გაუტანა .
მიმდინარე სეზონში საგოლე ანგარიში ოთარ კიტეიშვილმაც გახსნა, რომლის "შტურმი" "ლასკს" ესტუმრება.
ქართველებით დახუნძლული 15 აგვისტო რამდენად წარმატებულ გამოდგება, ეს საღამოს გვეცოდინება...
ესპანური მედია: გიგანტია და სწრაფად დაიმახსოვრეთ მისი გვარი - მა-მარ-დაშ-ვი-ლი