ლუდი, ძეხვი, მდოგვი - ქართველების "სლოვანი" "ოლიმპიაკოსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
წარმატებით ასპარეზობს ამ სეზონში "სლოვანი", რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ. სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბრატისლავურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე "ზემპლინს" 3:1 სძლია. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კანკავა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასვენა.

"სლოვანმა" სამივე სასტარტო შეხვედრა მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაინც ლიდერია, მთავარი ორთაბრძოლა კი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" ელის - 19 აგვისტოს პირეოსში და 26 აგვისტოს სახლში.

შეიძლება ითქვას, ახლა მთელი საფეხბურთო სლოვაკეთი მომავალი დაპირისპირებების მოლოდინშია. იქ კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული
შეზღუდვებია და "ოლიმპიაკოსთან" თამაშზე სტადიონის ტევადობის 75% დაიშვება, რაც დაახლოებით 17 ათას მაყურებელს შეადგენს. ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება. გულშემატკივრებს არენაზე ლუდის, ძეხვისა და მდოგვის შეძენა შეეძლებათ და იმედია, ნამატჩევს მოლხენის ხასიათზეც იქნებიან.

ვაისმა განაცხადა, რომ "ზემპლინთან" მხოლოდ მოგებამ გაახარა, პირველ ტაიმში ვერ ივარგეს, განსაკუთრებით, შეტევაში, უკეთ შეუძლიათ თამაში, ვალდებულნი არიან უკეთ ითამაშონ, "ოლიმპიაკოსი" ხისტი გუნდია, მძიმე ბრძოლა ელით და იქნებ იქამდე ფორვარდის ტრანსფერი განახორციელონ, რადგან შეტევის ხაზში პრობლემები აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კონფერესნს ლიგის არა, ევროპა ლიგის პლეი-ოფში არიან
ჯაბა
12:42 17-08-2021
0
იმედია ჯაბა მეორედ დაამწუხრწბს ოლიმპიაკოსს)))
დავით
10:23 17-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული