კარგ ფორმაში მყოფ კიტეიშვილსა და "შტურმს" ცნობილი არბიტრი განსჯის

AutoSharing Option
მშვენიერ ფორმაში მყოფ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ევროპა ლიგაზე პირდაპირ პლეი-ოფიდან ჩაერთვება და დღეს, 19 აგვისტოს, სლოვენიის "მურას" ესტუმრება.

სლოვენიის ჩემპიონმა ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგიდან დაიწყო, თუმცა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

Sportall.Ge

"შტურმი" ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატში მშვენივრად ჩაერთო - 3 ტურის შემდეგ ამდენივე გამარჯვება აქვს, 10 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 3 მიიღო. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი განვლილ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მის ანგარიშზე ერთი გოლია. ავსტრიულ პრესაში წერენ, რომ ოთარის გუნდს წელს "ზალცბურგის" ჰეგემონიის დასრულება შეუძლია.

"მურასა" და "შტურმის" შეხვედრა, რომელსაც
ცნობილი ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი განსჯის, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის, დამარცხებული კი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

alt9:0, კიტეიშვილის გოლი და ტრავმა - ოთარს მხედველობის პრობლემა შეექმნა

altკიტეიშვილის საგოლე პასი, "შტურმის" გამარჯვება და ევროპა ლიგის საგზური [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული