ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორს" სძლია - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" პირეოსში დამარცხდა

AutoSharing Option
19 აგვისტოს, ევროტურნირების პლეი-ოფების პირველ მატჩებში, ქართველების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს "სლოვანის" შემადგენლობაში პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" წაგებულ მატჩში (0:3). კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

ოთარ კიტეიშვილმა სლოვენიაში "შტურმის" დამარცხებაში (3:1) დიდი წვლილი შეიტანა, გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 76-ე წუთზე შეცვალეს.

კონფერენს ლიგა

"გენტი" პოლონეთში 0:1 დამარცხდა "რაკუვთან". სტუმართა გუნდში 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი ჩაკვეტაძე.

"ანორთოსისმა" ისრაელში უგოლო ფრეს მიაღწია ბეერ-შევას "აპოელთან", რაშიც დიდი დამსახურება გიორგი ლორიას მიუძღვის, რომელმაც რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი
გუნდი და ყვითელი ბარათი მიიღო.

"პაოკი" სალონიკში "რიეკას" დაუზავდა (1:1). მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ნიკა ნინუა.

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "სივასპორს", რომელმაც წინა ეტაპზე ბათუმის "დინამოს" სძლია. თამაში მართლაც თვალსასეირო იყო, ორმხრივი შეტევებით, ხოლო ხოჭოლავამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო და გაშვებული გოლი მისი ბრალი არ არის. მან ყვითელი ბარათი მიიღო. მწვრთნელმა იეს ტორუპმა შეგირდები შეაქო, თქვა, რომ იმ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც სურთ, დროის დიდ ნაწილში თავდაცვა მოუწიათ, ჯერ საქმის ნახევარი გააკეთეს, თუმცა "პარკენზე" ნოემბრის შემდეგ არ წაუგიათ და როგორც ყოველთვის, გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული