საქართველოს ნაკრების კიპერის ანგარიშზე სამი სეივი იყო. ლორიამ ერთხელ რთული საჯარიმო დარტყმა მოიგერია. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ შეხვედრა შეაფასა:
"თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ამ დუელის ბედი მეორე თამაშის შემდეგ გადაწყდებოდა. ჩვენ ნამდვილად ბევრად უკეთესები ვიყავით, ვიდრე "რაპიდთან" პირველ შეხვედრაში, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არაა. "ანტონის პაპადოპულოსზე" ბევრი ძალისხმევა დაგვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ხალხი სტადიონს შეავსებს და ამით სამუშაოს გაგვიადვილებს.
ჩვენ დიდი ზეწოლის ქვეშ
"ანორთოსისი", რომელსაც ტრავმის გამო ნიკა კაჭარავა ვერ ეხმარება, პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრამდე, უახლოეს უქმეებზე, კვიპროსის ჩემპიონატს დაიწყებს.
ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორს" სძლია - კაშიასა და კანკავას "სლოვანი" პირეოსში დამარცხდა
კიტეიშვილის მიერ მოპოვებული პენალტი და გოლი - "შტურმი" ევროპა ლიგასთან ახლოსაა [VIDEO]