მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო
მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
აბა რაა !!! საკუთარი ცხოვრების ვერ მომწყობმა ქართველმა " პროფესორებმა" უფრო არ იციან , რა შესაძლებლობები აქვს მამარდაშვილს , ვიდრე ვიღაცა , ათეული წლის განმავლობაში ვალენსიასა და ესპანეთის ნაკრების მეკარემ ?! აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის , მიუხედავად იმისა უსწავლია , წაუხითხავს , უშრომია თუ უთენებია ღამეები საკუთარი უნარების განსავითარებლად ! საკუთარი განიავებული შესაძლებლობების გამო , არ უნდა გაბოროტდე ადამიანი , რადგან სხვას შეიძლება ბევრი ვერაფერი დააკლო და საკუთარ თავს კი ძალიან ბევრი . წარმატებები გიორგის , საერთოდ არიაქციო ყურადღება , უფრო მეტნი ვართ შენი წარმატებების გამზიარებლებიი .
ATP 16
22 აგვისტო 2021 10:10
0
ვერ ხვდებით რა ნაციის ხალხი დებს ამგვარ კომენტარებს? ჰააა?!
ავჭალიდან
22 აგვისტო 2021 10:54
1
ახლა თუ ვინმე დაბოღბილი ან დებილი არაა მამარდაშვილი რაშუაშუაშუა???დაცვას ჩაეძინა ორივე შემთხვევაში.პირველად სად უნდა გამოსულიყო მცველი როცა მოყვება მეკარები არ გამოდიან ისტრუქცი დაიცვა. მეორეზე 2 მეტროში რეაქცია მოასწრო იმან ზევით დაარტყა რაც 100დან 10 პროცენტია გატანა ან ძელი ან ცდება სხვა ნახევარი კარი დაკეტა გიომ ესეც სწორი ნახტომი,უბრალოდ რაღაცები უკვე იღბალზეცაა.მან სწორი ქმედება განხორციალა და მის შეცდომას არ მოყოლი გოლი და რატო უნდა ამიაგდონ???აი მცველები კი გასასახედია.
Mosexoneli
22 აგვისტო 2021 07:55
1
Შეიძლება საუკეთესო მატჩი ვერ გამოუვიდა გიორგის,მაგრამ არც ცუდი იყო გუშინ.ისეთი უპატიებელი შეცდომებიც არ დაუშვია.წესით ალავესთანაც უნდა მიეცეს შანსი. Წარმატებები გიორგის,მატჩიდან მატჩამდე მოუმატებს და გამოცდილებას მიიღებს,პლუს ძლიერი მეკარეების მწვრთნელიც ყავს.❤ Პ.ს. გამოსვლებზე თამაში რატომ უჭირთ ქართველ მეკარეებს? ლორიას,მამარდას,მაკარიძეს,კუპატაძესაც,4ვე არადამაჯერებელია გამოსვლებზე,არადა ხაზზე თამაშში 4ვე ძლიერია,იმედია ამ კომპონენტსაც დახვეწავს მამარდა და თავისუფლად შეუძლია იგივე ობლაკის დონეზე ავიდეს თავდაუზოგავი შრომით!!!
Მეზღვაური
22 აგვისტო 2021 10:05
1
20 წლის ბიჭია.სტაბილური თამაში სასურველი კია, მაგრამ ყოველ მატჩში სასწაულების მოხდენას ნუ მოვთხოვთ. გიორგი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში თამაშობს.მთავარია რომ ენდობიან!
....
22 აგვისტო 2021 07:50
0
დღეს ვერ იყო მაინცდამაინც დმაჯერებელი მეორე დარტყმაც მაგარი შეცდომა დაუშვა ჯერ ვერ დაიჭირა ბურთი მერე კიდე მის წინ მოიგერია ამას მწვრთნელი ყველაზე კარგად დაინახავს ცუდია მარა შემდეგში არამგონია დააყენოს პირველ თამაშშიც შევამჩნიე რო გამოსვლებზე მაგრად უჭირს თამაში ვერ საზღვრავს თითქმის სულ კარის ხაზზე დგას არ გამოდის ხომე წინ!
kavkaz
22 აგვისტო 2021 00:27
48
პრაფესორ
:-)
22 აგვისტო 2021 00:56
1
27 კომენტარიდან 5 იყო მხოლოდ ისეთი რო ნუ რავიცი, ( ერათი დისლაიკი დამეწერა შემთხვევით, პირიქით მინდოდა) ან აზრზე არაა, არ ბავშვია და ვერ ერკვევა, ან ვალენსიის მოგებაზე ედო, ან უბრალოდ ქართველთმოძულეა! ზოგმა შეცდომა დაუთვალა ხელით ვერ მიაწოდაო ერთხელო , ოლივერ კანს და ბუფონს, ვან დერსაარს ქონდათ შეცდომები , 90 წუთის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ დაუშვებ შეცდომას აბა რა იქნება? რობოტი ხომ არ ხარ? ადამინია! მთავარია აქ შეცდომის ხარისხი არ იყოს კატასტროფული, თორე ფეხბურთელს რომ ბურთი აეჭრება თამაშის დროს ეგ როგორ უნდა გაგიკვირდეს? გოლის გაშვების მომენტში კიდე, მთელი გუნდი ჩაწვა, კონტრიერიშზე დაიჭირეს, ნახევარდაცვა, დაცვა, ჩაეძინაა გუნდს, და გამოსვლაზე ვერ ითამაშაო რომ იძახი, ეტყობა ვერ უყურე თამაშს კარგად, მარტო გოლი ნახე მიმოხილვაში ალბათ! როგორ უნდა ეთამაშა გამოსვლაზე? ბურთზე რომ დაესწრო 10-15 მეტრი ქონდა გასარბენი და კარები ცარიელი რჩებოდა , მეტი შანსი უჩნდებიდა შემტევს გოლის გატანის, თავზე გადაეგდო ბურთი და გოლი იყო ისედაც და თან იმ თავდამსხმელს ბურთთან მხოლოდ 3-4 მეტრიღა აკლდა მისასწრებად , და ყველა ვარიანტში დაასწრებდა მამარდაშვილს, და საერთოდ ეგეთ დინამიკაში ყველა საშუალო დონის შემტევს 10-დან 6-7 გოლი მაინც გააქ! გასატანი უფრო იყო ეგ გოლი, ვიდრე ასაღები!! მეორე გოლი კიდე რაც არ ჩაითვალა სამართლიანად, 4 კაცი იყო ერთი-ერთზე საჯარიმოში და ხელზე თუ მუხლზე მოხვდა და ისე მიუვიდა იმ გოლის ავტორს და იყო თამაშგარე და ლოგიკურად არ ჩაითვალა!!! ვალენსიაში ფეხბურთელი გყავდეს ძირითადში, თან ლოკომოტივიდან გადასული და არ გიხაროდეს?? ძააან ცუდი ადამიანი უნდა იყო!!
Vasili
22 აგვისტო 2021 13:40
0
ჯერ ლორიას შეცვლამდე ბევრი უკლია .
დევკალიონი
22 აგვისტო 2021 00:26
41
ლორია გამოდი გიცანით
Superman
22 აგვისტო 2021 13:45
0
ჩავთვალოთ ვალენია ჩემპიონია, თუ მსაჯებმა ასე გააგრძელეს. პრინციპში მე წინააღმედეგი არა ვარ ...
SL
22 აგვისტო 2021 10:54
1
გამოიღოს გოლი
დათო
21 აგვისტო 2021 23:45
139
საკვირველია ადამიანი ამდენი ბოღმით როგორ ცხოვრობ. მამარდაშვილი კარგად იქნება, მაგრამ თქვენ ღვარძლი დაგახრჩობთ.
ლადო
21 აგვისტო 2021 23:58
1
რამ გაგაბოროტა? ასე თუ გააგრძელებ ცხოვრებას საბრალო იქნები...;)
შოთიკო
22 აგვისტო 2021 00:19
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული