ბელგიის ჟუპილერ ლიგის მეხუთე ტურში ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.
შენგელია "ლეუვენში" ახლახან გადავიდა, მის რიგებში ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა და სადებიუტო, პრესტიჟის გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 1:4 დამარცხდა. ის 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 83-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა.
"ლეუვენი" 3 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 29 აგვისტოს სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ლევანი ბელგიაში 2015-2018 წლებში "ტუბიცეს" ღირსებას იცავდა.