ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ჩინებულად ასპარეზობს ამ სეზონში დავით ხოჭოლავას ახალი გუნდი "კოპენჰაგენი", რომელმაც ყველა ტურნირზე მიჯრით მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

დანიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "კოპენჰაგენმა" საკუთარ მოედანზე "სონდერისკე" 2:0 დაამარცხა, დავითმა კი შეუცვლელად და კვლავ უშეცდომოდ ითამაშა. "პარკენზე" მატჩს 17 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

სავარაუდოდ უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "კოპენჰაგენში" 19 წლის თავდამსხმელმა მოჰამედ დარამიმ, რომელიც "აიაქსში" გადადის.

"კოპენჰაგენი" 14 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "მიდტიულანდს" 1 ქულით ჩამორჩება და 29 აგვისტოს სტუმრად "ვეილეს" დაუპირისპერდება.

იქამდე, 26 აგვისტოს, ხოჭოლავას გუნდი კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "სივასპორს"
უმასპინძლებს, რომელსაც გასვლაზე 2:1 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ზედ გამოჭრილია ეს გუნდი მისთვის
irakli
21:22 22-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული