"დღეს ეს ხუმრობა აღარაა" - მიქაუტაძე დაბრუნებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საკითხის შესახებ ბელგიური dhnet-ი წერს:

"დაახლოებით ერთი თვის წინ ხუმრობით ითქვა, თუკი "მეცი" გადაწყვეტდა, რომ მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის დონეს არ აკმაყოფილებდა, ბელგიაში დაბრუნდებოდა. დღეს ეს ხუმრობა აღარაა.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ დიდი ალბათობით, "სერენი" 20 წლის ქართველ ფორვარდს დაიბრუნებს. გიორგის, რეალურად, საფრანგეთის ახალ ჩემპიონატში თამაშის საშუალება მხოლოდ ერთი წუთით მიეცა."

"ჟორჟი" "სერენის" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რომელმაც რეგულარულ ჩენპიონატში 19 გოლს პლეი-ოფებში 3 დაამატა და თავისი კლუბის მიერ დასახული მიზნის (მეორე ლიგიდან
ჟუპილერ ლიგაში დაწინაურება) შესრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 5 ტურის შემდეგ, "სერენს" 6 ქულა აქვს, საუკეთესო ბომბარდირის საფრანგეთში გადაბარგებამ კი გოლების მწირი რაოდენობა (5) გამოიწვია.

altუქმეები ნაკრების ლიდერების გარეშე - "ჯვაროსნების" შეკრება ახლოვდება



მკითხველის კომენტარები / 8 /
იმ ერთ თამაშშიც ბოლო წამებზე ბურთის დაჭერის ნაცვლად წაიღო,დაარტყა,ბურთი დაიკარგა და აქეთ გოლი მიიღეს. 3 ქულა დაკარგეს და არ აპატიეს ეტყობა.თუ უყურეთ ვინმემ დამეთანხმებით
koba
17:48 23-08-2021
4
1000% იანი ანალიზი მიქაუტაძე აუცილებლად უნდა წავიდეს ბელგიის უმაღლეს ლიგაში, სადაც არანაკლები გუნდები თამაშობენ ვიდრე საფრამგეთში. ჟორჟ არც კი უნდა დაფიქრედე ეგრევე დროულად სერენში, იქ გელოდებიან...როგორც ჩვენ ბათუმში გელოდებით. წარმატებები ჟორჟ.
Baduri
16:09 23-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული