ერთ მეტოქეს ზიდანივით თავური უთავაზა, მეორეს ცხვირი გაუტეხა - გადრანი ლატვიაში გააძევეს

AutoSharing Option
ლატვიის თასის 1/4-ფინალში "ვალმიერამ" რიგის "დინამო" 5:0 დაამარცხა, მატჩის დასასრულს კი 24 წლის ქართველი მცველი ლუკა გადრანი გააძევეს, - იტყობინება delfi.lv.

88-ე წუთზე "დინამოს" მცველმა ნიკიტა სამსონოვმა შეტევაში ჩართული გადრანი წესების დარღვევით, უხეშად შეაჩერა, ქართველმა კი ზიდანის მსგავსად მკერდში თავი ჩაარტყა და მსაჯმა გააძევა.

გამოცემის ცნობით, ნამატჩევს გადრანმა მეტოქე გუნდის მეორე ფეხბურთელს, ანდრეი კირილინს, ცხვირი გაუტეხა და ისინი პოლიციამ გააშველა.

"ვალმიერამ" განცხადება გაავრცელა, დაგმო გადრანის მოქმედება, ბოდიში მოუხადა დაზარალებულსა და მთელ საფეხბურთო ლატვიურ თანამეგობრობას. აგრეთვე, ყურადღებას მიაქცევენ, რომ მსგავსი რამ
არ განმეორდეს.

სავარაუდოდ, გადრანს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რა დაგმართია ლუკინიო , მეგობრებო ეს ბიჭი ჩემი მეგობარია და ამაზე ალალი და პატიოსან კაცს ბევრს არ ვიცნობ . ეტყობა ძალიან გაამწარეს მაგ არასწორებმა .
ლშა
22:14 23-08-2021
4
გამოიᲫახეᲗ ნაკრებᲨი მცველების პრობლემა გვაქვს,სერიოზულად, მაქვს ნანახი მაგის ᲗამაᲨი მᲨვენიერი ფეხბურᲗელია,ჯიგარ აქ ბოლომდე იბრᲫოლებს.
გოჩა
16:40 24-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული