ლობჟანიძემ "გალათასარაისაც" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში "ჰათაისპორი" სტამბოლში "გალათასარაისთან" 1:2 დამარცხდა, სტუმართა გუნდიდან კი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

ლობჟანიძე თავის ახალ გუნდში, პირველ ტურში "ქასიმფაშასთან" 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და "ჰათაისპორს" ქულა მოუპოვა. ამჯერად მწვრთნელმა ომერ ერდოღანმა სასტარტოში დააყენა და მან მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა. შეგახსენებთ, ქართველმა ლეგიონერმა "გალათასარაის" კარი გასულ სეზონშიც დალაშქრა, როდესაც "ანკარაგიუჯიუს" ღირსებას იცავდა.

საბა აქტიური იყო, გარდა გოლისა, რამდენიმე მომენტი შექმნა - ერთხელ გატანა მეკარე მუსლერამ არ
დაანება, მისი განივი გადაცემები დიუფმა და სენტ-ლუისმა ვერ გამოიყენეს, ხოლო მასპინძლებმა თავიანთი შანსები ხელიდან არ გაუშვეს. 30-ე წუთზე ფეგულიმ ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ლუინდულამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

28 აგვისტოს "ჰათაისპორი" "ალანიასპორს" უმასპინძლებს, რის შემდეგაც კარგ ფორმაში მყოფი ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ბიჭი ხარ საბა. გეკუთვნის სათამაშო დრო ნაკრებში
ბაღდათსკი
11:04 24-08-2021
1
რატომ კარგავ ძმასვენაცვალე თურქეთში თამაშით დროს? უნიჭიერესი ფეხბურთელია და ჯერ რანდერსში დაკარგა დიდი დრო და ახლა თურქეთში გრძელდება იგივე. იმედია დროზე მიხვდები, რომ ევროპაში ბევრად უფრო მეტი გასაქანია და კარგ გუნდში მოხვდები. წარმატებები და კიდე ბევრჯერ გაგვახარე
Haaland
15:18 24-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული