ყაზაიშვილის დუბლით "ულსან ჰიუნდაიმ" იმარჯვა - ვაკო ჩინებულ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის K1 ლიგაში დუბლი შეასრულა, მისმა "ულსან ჰიუნდაიმ" კი "სეული" 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლები 28-ე და 34-ე წუთებზე გაიტანა - ჯერ ბრწყინვალე გარჯა გოლით დააგვირგვინა, შემდეგ კი ჩაწოდებული ბურთი დაუმუშავებლად გადაგზავნა მეტოქის კარში.

ვაკოსთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-5 შედეგიანი დარტყმა იყო. 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაცაა. გარკვეული სირთულეების შემდეგ, როცა ის ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლას შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა, ყაზაიშვილი სანიოლის სასექტემბრო შეხვედრების სიაშია.

K1 ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად
დაასახელა (უკვე მეორედ) და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

29 აგვისტოს გათამაშების ლიდერი "ულსან ჰიუნდაი" "ინჩეონ იუნაიტედს" უმასპინძლებს, რის შემდეგაც ვაკო საქართველოში გამოემგზავრება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შეიძლება მაღალი დონის ჩემპიონატი არაა , თუმცა არც დაბალი დონეა . ვისაც ნანახი გაქვთ ამათი თამაშები - ალბათ დამეთანხმებით , რომ საკმაოდ მაღალი ტემპია
ხომ ერა
26 აგვისტო 2021 01:51
2
რა თქმა უნდა არაა დაბალი დონე ამ გუნდმა აზიის ჩEმპიონტა ლიგა მოიგო გასულ წელს
GIGO
26 აგვისტო 2021 11:58
0
ეესეთ კომენტარებს რო წერთ , როგორ შეიძლება სამოყვარულო დონის ჩემპიონატი ქონდეს გუნდს რომელიც აზიის ჩემპიონთა ლოგის მოქმედი ჩემპიონია , თქვენ არ ხართ ხავის და თუნდაც არველაძეს ამ ჩემპიონატზე წარმატებას რო აღნიშნავდით და ულოცავდით?
ლშა
26 აგვისტო 2021 00:37
3
გამარჯვებას ვაკოსაც მივულოცავთ და ჩემი უბნის სკოლის გუნდსაც, გამარჯვება არ კნინდება არცერთ დონეზე, მაგრამ ნაკრები სხვა თემაა, სხვა ლეველია, სხვა ღირსებაა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პატივია თითოეული წუთი ნაკრებში გატარებული. ულსანის მოთამაშე უპირობოდ ვერ უნდა მოხვდეს ნაკრებში!!! ჩემი აზრია
ლშა-ს
26 აგვისტო 2021 00:58
3
არ გეწყინოთ, მაგრამ სამოყვარულო ოდნავ მაღალი დონეა ეს ჩემპიონატი. საქართველოს ჩემპიონატიდან გამოძახებული ფეხბურთელების დონეზეა დღეს ვაკო და მათ გვერდით და აყენებდა, ერთნაირად აქვთ ნაკრებში თამაშის შანსი და დამამტკიცებელი. გულისტკივილით ვწერ ამას რადგან ამ ბიჭს პოტენციალი ძალიან დიდი აქვს ჯერ კიდევ.
Emigranti
25 აგვისტო 2021 21:52
5
ჩინებულ ფორმაში არა,კორეულ ფორმაში მაგრად არის))))
Aba hee
25 აგვისტო 2021 21:15
0
საკმაოდ დაბალი დონის გუნდებია.ვაკო ძალიან ცოტას მოძრაობდა და დაცვაში საერთოდ არ ჩამოდიოდა.საშემსრულებლო ოსტატობა რა თქმა უნდა არ დაუკარგია,მაგრამ ნაკრებში ინტენსიურ თამაშს როგორ გაუძლებს,საეჭვოდ მეჩვენება
სოსო
25 აგვისტო 2021 20:26
0
ვალერჩიკა ისეთ ჯანზეა - კიდევ დიდხანს ითამაშებს . კიდევ ერთხელ მოასწრებს ევროპაში თამაშს (და ალბათ ყველა კონტინენტზე :) ) .უბრალოდ გული იმაზე მწყდება , რომ უფრო მეტი შეეძლო. ტოპ გრანდში თუ ვერა - ტოპ 5 ის ნებისმიერ საშუალო დონის გუნდის ძირითადსაც გაქაჩავდა(არც ახლაა გვიანი ) . ცხრილში 7-12 ადგილზე მყოფ გუნდებზე ა მაქვს საუბარი
ხომ ერა
25 აგვისტო 2021 20:22
0
მაგარი მეკარე ყავთ)) რუსთავიდან რო დავურტყა გავუტან ისეთი რეაქცია აქ
LH #44
25 აგვისტო 2021 20:16
0
ქართველი ფეხბურთელებიდან,კლუბში ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს ვაკოს,სადაც გადავიდა ყველგან სტაბილურად გააქვს,კარგ ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს
*გიორგი
25 აგვისტო 2021 20:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული