
პოლონეთის ექსტრაკლასას მეექვსე ტურში "ლეხის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გააძევეს.
კვეკვესკირმა გასულ ტურში "ლეხიასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (2:0) გოლი გაიტანა, დღეს კი "პოგონთან" საკუთარ მოედანზე 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. იმ მომენტისთვის ანგარიში 0:0 იყო. 85-ე წუთზე სტუმრები ლუკა ზაჰოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე კაცნაკლული პოზნანური გუნდის მცველმა პედრო ტიბამ ანგარიში გაათანაბრა.
"ლეხი" 14 ქულით კვლავაც ლიდერია, მეორეადგილოსან "პოგონს" 3 ქულით უსწრებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 12 სექტემბერს, გასვლაზე "რაკუვს" შეხვდება.