საბამ თურქეთის სუპერლიგის სამივე ტურში გაიტანა - მის გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე თავის ახალ გუნდში ჩინებულად ასპარეზობს - 2020 წელს ის "ანკარაგიუჯიუში" გადავიდა, თუმცა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, ზაფხულში კი "ჰათაისპორში" ჩაირიცხა და ძველი საბა დაგვიბრუნდა, რომელიც "რანდერსში" კარგი თამაშითა და გოლებით გვანებივრებდა.

ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის სასტარტო სამივე ტურში გაიტანა გოლი. პირველ ტურში "კასიპმპაშას" კარი დალაშქრა, მეორეში "გალათასარაის", ხოლო დღეს საკუთარ მოედანზე "ალანიასპორი" მე-18 წუთზე ლამაზი გოლით დაამწუხრა. მან რუბენ რიბეიროს 42-ე წუთზე საგოლე პასიც გაუკეთა და 79-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 4:0 იყო და მატჩის
ბედი გადაწყვეტილი გახლდათ. საბოლოოდ "ჰათაისპორმა" 5:0 გაიმარჯვა.

აი, ესაა ფეხბურთელის კარგ გუნდში და გარემოში მოხვედრა, რაც თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

საბა მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და იმედია, ისევ გაგვახარებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი გოლი შეაგდო 3 თამაში 3 გოლი პლიუს ასისტი ძალიან მაგრად იწყებს საბა და იმედი მაქვს სეზონის ბოლოდმე ასე გაგრძელებს წარმატებები.
ზურა
01:40 29-08-2021
0
ა ლა კვარეშმა!
ვაუ
01:19 29-08-2021
3

სიახლეები პოპულარული