"სერენმა" მოიგო, "იუვენტუსის" მცველი დაიმატა და მიქაუტაძეს ელის

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს "მეცში" თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს და სანაკრებო პაუზის შემდეგ "სერენში" დაბრუნდება.

"სერენმა" ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-6 ტურში გასვლაზე 2:1 დაამარცხა მესამეადგილოსანი "ეუპენი", 9 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა და 12 სექტემბერს "სტანდარდს" უმასპინძლებს.

"სერენმა" "იუვენტუსის" საკუთრებაში მყოფი 26 წლის ცენტრალური მცველი დარიო დელ ფაბრო იჯარის წესით დაიმატა და როგორც მწვრთნელი ჟორდი კონდომი ამბობს, მალე მიქაუტაძე დაუბრუნდებათ, რომელიც გასულ სეზონში გატანილი 22 გოლით გუნდს ბელგიის უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში დაეხმარა.

ნამატჩევს გახარებულმა კონდომმა აღნიშნა, რომ
ჯერჯერობით ტურნირზე კარგად ასპარეზობენ, მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და გაძლიერებას საჭიროებენ.

მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა რაა
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
29 აგვისტო 2021 03:25
4
მე პირადად ძალიან დიდი უსამართლობა მგონია მიქაუტაძის ასეთი დაიგნორება და უყურადღებობა მეცის მწვრთნელის მხრიდან წინა სეზონში ამ ბიჭის უდიდესი დამსახურებით გუნდი გადავიდა უმაღლეს ლიგაში 22 გოლი გაიტანა.
მეცში დაბრუნდა და ამხანაგურებზე ითამაშა და იქაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გაკეთა დაიწყო ჩემპიონატი და მწვრთნელმა ერთი სრული მატჩიც კი არ მისცა სულ 1 წუთი შეიყვანა მოედანზე არ იმსახურებდა მიქაუტაძე ერთ სრულ მატჩს?? იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც გააკეთა რათქმაუნდა კი ჯონათან დევიდი რომელიც დაფრინავდა ბელგიაში ლილში რომ გადავიდა პირველი 10-11 თამაში გოლი არ გაუტანია ფორვარდს, მაგრამ, რომ ჰქონდა ნდობა და აძლევნენ სათამაშო დროს მერე აუღო ალღო ჩემპიონატს გოლების გატანაც დაიწყო გუნდის ლიდერიც გახდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.
ფეხბურთელს სჭირდება გარკვეული დრო ნდობა ყურადღება ადაბპტაცისთვის ეს ყველაფერი მიქაუტაძემ ვერ მიიღო მეცში ხომ შეიძლებოდა, რომ 1-2 თამაში მიეცათ სრული მატჩი გამოეცადათ თამმასში და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ არაა ვფიქრობ უსამართლოდ მოექცნენ და ალბათ, რომ არ დაბრუნებულიყო სერენში სეზონის ბოლომდე ასეთი მდგომარეობა ექნებოდა კლუბში მინიმალურ სათამაშო წუთებს მიიღებდა.
მე წარმატებას ვუსურვებ მიქაუტაძეს იმედი მაქვს, რომ ამ სეზონშიც ისევე გამოიჩენს თავს, როგორც წინა სეზონში და ყველას დაუტკიცებს თავის შესაძლებლობებს უკვე ბელგის უმაღლეს ლიგაში,თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა იმას რომ მეცში ლიგა 1 დონეზე მინიმუმ 1-2 სრული მატჩი მიეცათ მიქაუტაძისთვის და მეტი ნდობა და ყურადღება გამოეჩინათ მის მიამრთ.
გიორგი
29 აგვისტო 2021 03:24
0
გიორგი იმ რამდენიმე (თითებზე ჩამოსათვლელი) ქართველ ფეხბურთელთაგანია რომლებიც ბევრ გულშემატკივარს პოზიტიური მომავლის იმედს გვისახავს ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა სერენში დაბრუნება ზოგადად ბელგის ჩემპიონატი არ არის დაბალი კლასის პირველობა.
სერენში ძირითადში თამაში ჯობია მეცში სკამზე ჯდომას აქედანც აშკარად ჩანს, რომ მიქაუტაძე მონდომებული შრომისმოყვარე და მომავალზე მოფიქრალი ფეხბურთელია და მას უნდა თამაში უნდა განვითარება და ა.შ.
ბელგის ჩემპიონატი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელი განვითარდეს ქონდეს პროგრესი და ბელგიის ჟუმპერ ლიგაში კარგი თამაში და თავის გამოჩენა ნამდვილად არ დაიკარგება და არ გახდება შეუმჩნეველი ევროპის ტოპ ჩემპიონატებისთვის წარმატებას ვუსურვებ მიქაუტაძეს იმედი მაქვს სერენში წელსაც კარგი სეზონი ექნება ისეთივე კარგი როგორიც შარშან ქონდა და რაც მთავარია ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩენს თავს და ქართველ გულშემატკივრებსაც გაგვახარებს ნაკრებში კარგი თამაშთ და გოლებით.
ზურა
29 აგვისტო 2021 03:09
0
გიორგი აუცილებლად ითამაშებს უმაღლეს დონეზე,უბრალოდ დროის ამბავია მეტი არაფერი!
!!!
29 აგვისტო 2021 02:25
0

სიახლეები პოპულარული